გადასვლა მთავარ კონტენტზე
check intravel
01ოჯახური

სად წავიდე ოჯახით

მოგზაურობა, სადაც ბავშვები ერთობიან, მშობლები კი ნამდვილად ისვენებენ. ორივე ერთდროულად შესაძლებელია.

02განწყობა

ოჯახური მოგზაურობის ფორმულა მარტივია: მოკლე ან კომფორტული ფრენა, სასტუმრო, სადაც ბავშვებზეც უფიქრიათ, და პროგრამა, რომელიც არავის ღლის. როცა ეს სამი ერთად ეწყობა, დასვენება მთელი ოჯახისთვის იწყება.

04პრაქტიკული

რაც წინასწარ უნდა იცოდე

ფრენის დრო

პატარებთან ერთად 2-4 საათიანი ფრენა ოქროს შუალედია: თურქეთი, დუბაი, ეგვიპტე. შორეულ მიმართულებაზე ღამის ფრენა ირჩიე, რომ ბავშვებმა გზაში დაიძინონ.

ვიზები და დოკუმენტები

ბავშვებსაც საკუთარი პასპორტი სჭირდებათ, ვიზიან ქვეყნებში კი ხშირად დამატებითი ცნობებიც. ოჯახის სრულ პაკეტს ერთიანად ვამზადებთ. დეტალები ვიზების გვერდზეა.

ვრცლად ვიზებზე

სასტუმროს არჩევანი

ვამოწმებთ იმას, რასაც საიტები არ წერენ: საბავშვო აუზი რეალურად როგორია, ანიმაცია რომელ ენაზეა, ოჯახური ნომერი ნამდვილად ოჯახურია თუ უბრალოდ დიდი.

05მზა იდეები

პროგრამები ამ განწყობისთვის

  • ბარსელონაქალაქი5 დღე · ₾1,900-დან
  • დუბაიოჯახური6 დღე · ₾2,700-დან
06კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

  • 01

    სად ჯობია ბავშვებთან ერთად დასვენება?

    ზამთარში დუბაი და ეგვიპტე, ზაფხულში თურქეთი და ესპანეთი. მთავარი ბავშვების ასაკია: მოგვწერე, რამდენი წლის არიან და ზუსტად შევარჩევთ.

  • 02

    რომელი ასაკიდან ღირს ბავშვთან ერთად მოგზაურობა?

    ნებისმიერიდან, უბრალოდ პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს: ჩვილებთან - მოკლე ფრენა და მშვიდი კურორტი, მოზრდილებთან კი თავგადასავლების დამატება შეიძლება. პროგრამას ასაკს ვარგებთ.

  • 03

    ბავშვებზე ფასდაკლება მოქმედებს?

    როგორც წესი, კი: ავიაბილეთებზეც და სასტუმროებშიც, ასაკის მიხედვით. ხშირად ბავშვები მშობლების ნომერში უფასოდ ან შეღავათით ცხოვრობენ. შეთავაზებაში ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება.

07ოჯახური

ეს შენი მოგზაურობაა?

მოგვწერე, ვისთან ერთად და როდის მიემგზავრები: სრულ შეთავაზებას 24 საათში მიიღებ.

CHECK IN TRAVEL · TBSსაგულდაგულოდ შერჩეული მოგზაურობები საქართველოდან მთელ მსოფლიოში.
check intravel
Loading…