Bucket-list მოგზაურობები
ის მიმართულებები, რომლებზეც წლებია ამბობ: „ერთ დღეს აუცილებლად“. ჩვენ ამ დღეს თარიღად ვაქცევთ.
ზოგიერთი მოგზაურობა სიიდან კი არ იშლება, რეალობად იქცევა: საკურა კიოტოში, თოვლიანი ალპები, ოკეანე ჰორიზონტამდე. ასეთ მოგზაურობას მეტი მომზადება სჭირდება და სწორედ ამიტომ ღირს მისი პროფესიონალთან ერთად დაგეგმვა.
შესაბამისი მიმართულებები
რაც წინასწარ უნდა იცოდე
დაგეგმე ადრე
დიდი მოგზაურობის დასაგეგმად 2-3 თვე გამოყავი: ასე ფასებიც უკეთესია და საუკეთესო სასტუმროებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. საკურას სეზონისთვის კი – კიდევ უფრო ადრე დაიჭირე თადარიგი.
სეზონი გადამწყვეტია
საკურა მხოლოდ ორი კვირა ყვავის, ალპები კი ზამთარშიც და ზაფხულშიც თავისებურად მომხიბვლელია. სანამ თარიღს აირჩევ, სეზონების გვერდს გაეცანი ან პირდაპირ ჩვენ გვკითხე.
პროგრამები ამ განწყობისთვის
- სანტორინიწყვილებისთვის6 დღე · ₾2 400-დან
- კიოტოკულტურა8 დღე · ₾5 200-დან
- მალდივებითაფლობის თვე7 დღე · ₾4 800-დან
- დუბაიოჯახური6 დღე · ₾2 700-დან
- ბალითავგადასავალი9 დღე · ₾3 600-დან
ხშირად დასმული კითხვები
როდის სჯობს იაპონიაში წასვლა?
მარტი-აპრილი საკურას ყვავილობისთვის, ხოლო ოქტომბერი-ნოემბერი – შემოდგომის ფერებისთვის. ორივე სეზონი ტურის წინასწარ დაჯავშნას მოითხოვს. მოგვწერე და შენს მოგზაურობას ჩვენ დავგეგმავთ.
რამდენი დღე სჭირდება ასეთ მოგზაურობას?
იაპონიას მინიმუმ 8 დღე სჭირდება, შვეიცარიას – 6-7, მალდივებისთვის კი 7 დღეც საკმარისია. ორი მიმართულების გაერთიანებაც შესაძლებელია, პროგრამას კი შენს განრიგს მოვარგებთ.
ძვირია bucket-list მოგზაურობა?
მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი დასვენება, მაგრამ სწორი დაგეგმვით ბევრს დაზოგავ: გარდამავალი სეზონი, ადრეული ჯავშანი, სწორი მარშრუტი. ბიუჯეტი გვითხარი და რეალურ ვარიანტს ავაწყობთ.
ეს შენი მოგზაურობაა?
მოგვწერე, ვისთან ერთად და როდის მიემგზავრები: სრულ შეთავაზებას 24 საათში მიიღებ.